საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია

საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია (შემდეგ − კონცეფცია) განსაზღვრავს
სახელმწიფოს დამოკიდებულებას საქართველოს ტყეების მიმართ მათი ძირითადი
ფუნქციური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით.
კონცეფცია ერთიანია საქართველოს ყველა ტყისათვის, მიუხედავად მათი
საკუთრების, მფლობელობისა და მართვის ფორმებისა. იგი საფუძვლად
დაედება სატყეო სექტორის კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობისა და სხვა
პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავებასა და დახვეწას.
საქართველოს ტყე არის ქვეყნისათვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე
ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს
მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა
აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას
განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისათვის სასიცოცხლო
მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ
მიწოდებასაც, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის
ფუნქციონირებას, ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრასა და
ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

გააგრძელე კითხვა, გადმოწერე


მიბმული ფაილის გადმოტვირთვა





ვიდეოები