კვლევა – ენერგიის მოთხოვნის შეფასება დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში

სითბური ენერგიის წყაროდ საქართევლოს საცხოვრებელ სექტორში ძირითადად ბიომასა გამოიყენება. ეს ბიომასა უპირატესად შეშის სახითაა წარმოდგენილი; ამავე დროს ზოგადად მას ძალიან არაეფექტიანად წვავენ, რადგან არ ხდება შეშის წინასწარი გაშრობა, ღუმელები დაბალეფექტიანია, რის გამოც იკარგება დიდი რაოდენობის ენერგია და მეტი დატვირთვა მოდის ადგილობრივ სატყეო რესურსებზე. ეს იწვევს ტყეების გაჩეხვასა და ნიადაგის დეგრადაციას, ბიომრავალფეროვნების შემცირებას და სასათბურე გაზების ემისიების ზრდას. შენობების ენერგოეფექტიანობა სოფლად ძალიან დაბალია, ხოლო სიტუაციის გამოსასწორებლად უმარტივესი და უიაფესი ზომებიც კი არ მიიღება.

 
პროგრამა „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა, სამხრეთი კავკასია“ მოქმედებს დედოფლისწყაროს რაიონში და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ ფინანსდება. ადგილობრივი ტყე გამოყოფილია, როგორც საპილოტე რეგიონი ტყის მდგრადი მართვის (SFM) პროექტის განსახორციელებლად დეგრადირებულ სატყეო ტერიტორიებზე. ტყეების ხანგრძლივი მომავლის უზრუნველსაყოფად და დეგრადირებული ტყეებისათვის შემდგომი ზიანის პრევენციის მიზნით, მოხდა შეშის მდგრადი მიწოდების ვარიანტების გამოკვლევა. GIZ-ი გეგმავს ახმეტის რაიონში SFM-სთვის მეორე საპილოტე ზონის გამოყოფას. რეგიონი მდიდარია ტყის რესურსებით, მაგრამ ნარგავების სიხშირისა და შეშისა და მერქნის მოპოვების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ხის პროდუქციაზე მოთხოვნის სიდიდის დასადგენად უნდა შემოწმდეს ხის რეგიონული მოხმარება და ჩართული იყოს ტყის მართვის გეგმაში.

 
რამდენადაც არსებული ინფორმაცია არასრულია, ჩატარებული იქნა საბაზისო კვლევა მერქნისა და სხვა რესურსების გამოყენებისა და მიწოდების შესახებ. საბაზისო სცენარის ამოსავალი მონაცემები შეიძლება დაეფუძნოს არსებულ ინფორმაციას, მაგალითად, საქსტატის სტატისტიკურ მონაცემებს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი გამგეობების მონაცემებს, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი პროექტების ანგარიშებს და ახმეტისა და დედოფლისწყაროს ტყის მართვის რუკებს. ენერგიის მოხმარების თაობაზე უმეტესი ინფორმაცია ორივე საპილოტე რეგიონში კითხვარების მეშვეობით იქნა მოპოვებული.

იხილეთ კვლევის სრული ვერსია 


მიბმული ფაილის გადმოტვირთვა





ვიდეოები