თელავის N2 სკოლა არწივის ხეობაში ახალ ტურისტულ მარშრუტს გვთავაზობს

ქალაქ თელავის N2 საჯარო სკოლამ ახალი ტურისტული მარშუტი შმოგვთავაზა, რომელიც ბავშვებმა ნიკო კეცხოველის წიგნების მიხედვით შეადგინეს. ეს მარშრუტი "არწივის ხეობაში" მთავრდება.

მარშრუტის გასავლელი მანძილი 7–8 კმ, ხანგრძლივობა 1 დღე, სამანქანო - ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის არწივის ხეობა ქალაქ დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში, კირქვიან მასივზე მდებარეობს. 

მარშრუტი იწყება არწივის ხეობის შესასვლელთან.აქედან ბილიკი მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ და მიდის კლდის ძირებთან, სადაც სეზონურად შესაძლებელია იშვიათი ენდემური მცენარის - კახეთის მაჩიტას ნახვა. მნახველი განცვიფრებაში მოჰყავს კირქვიან კლდეზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსულ მწვანედ მოხასხასე თეთრ ყვავილს, რომელსაც სასიცოცხლოდ ასეთი მკაცრი გარემო აურჩევია. 

შემდეგ ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. მათ გარდა ხეობაში კიდევ 9 სახეობის მტაცაბელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. მტაცებლების გარდა არწივის ხეობაში სხვა გამორჩეული სილამაზის ფრინველებსაც შეხვდებით, მათ შორის კოლხურ ხოხობს და შავ ყარყატს. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, კირქვის მასივებზე გვხვდება წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalls), რომელიც საქართველოს სხვა კუთხეებში არ არის გავრცელებული.






ვიდეოები