ლამაზი სკვერი დაბინძურებული ტერიტორიის ნაცვლად - თბილისის 183-ე საჯარო სკოლის "მწვანე აქტივობა"

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართულ თბილისის 183-ე საჯარო სკოლის ეზოში არსებობდა ტერიტორია, რომლის ფართობი დაახლოებით 100კვ.მ.-ია. აღნიშნული ფართობი დაფარული იყო ველური მცენარეული საფარით, დაბინძურებული იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ეყარა სამშენებლო მასალები. ეს ტერიტორია საშიშროებას წარმოადგენდა ცხელ პერიოდში, რადგან შეუნიშნავთ ქვეწარმავლებიც. 

სკოლის ეკოკლუბმა გადაწყვიტა ამ ტერიტორიაზე სკვერის გაშენება, რათა სკოლას ჰქონოდა ეკოლოგიურად სუფთა, სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი გარემო, სადაც მოსწავლეებს (ბენეფიციარებს) ჩაუტარდებოდათ გაკვეთილები სხვადასხვა საგნებში (მაგ. ბუნებაში, ხელოვნებაში და სხვა). 

ეკოკლუბის ხელმძღვანელებმა - ნუნუ გაბათაშვილმა და ია სახელაშვილმა კლუბის წევრებთან ერთად დაწერეს პროექტი და მიიღეს მონაწილეობა პროგრამის „ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მხარდამჭერი ორგანიზაციებიც იყვნენ ამერიკის სატყეო სამსახური USFS და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. პროექტმა გაიმარჯვა და მოიპოვა დაფინანსება. შედეგად მივიღეთ დაბინძურებული ტერიტორიის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი გარემო - „სკვერი183“.






ვიდეოები