ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 10 დღიანი ეკობანაკის, ,,აღმოაჩინე საქართველო“ , დახურვის ცერემონია გაიმართა

ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 10 დღიანი ეკობანაკის, ,,აღმოაჩინე საქართველო“ , დახურვის ცერემონია გაიმართა.

მონაწილეებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მაია ბითაძეს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და წარუდგინეს რეგიონის განვითარების თემაზე მომზადებული პრეზენტაციები.

ბანაკში მონაწილეობისათვის შეირჩა ყველაზე მასშტაბური, სასკოლო-გარემოსდაცვითი კონკურსის - ,, ნიკო კეცხოველის პრემია“ ფინალისტი 28 მოსწავლე.

მათ ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისა და ეკოტურიზმის თემაზე სემინარები ჩაუტარდათ სფეროს ექსპერტებისა და პროფესიონალების მიერ. ასევე, პრაქტიკული სამუშაოები, ექსკურსიები და 3 დღიანი ლაშქრობა მარტვილის კანიონის მიმართულებით.

ინიციატივა განხორციელდა პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.


 






ვიდეოები