ადიგენის სოფელ ლელოვანის სკოლა წელსაც აქტიურია!

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეთა შორის, შარშანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული სკოლის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის სკოლის გუნდი დაბრუნდა. 

სხვა მრავალ აქტივობასთან ერათად, ცოტა ხნის წინ, ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად მოაწყვეს გამწვანებისა და დასუფთავების აქციები. ხოლო ყველაზე მასშტაბური დასუფთავების აქციის ფარგლებში კი დასუფთავდა საჯარო სკოლებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიმდებარე ტერიტორია.

ლელოვნის სკოლის მოსწავლეები კიდევ მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობის განხორციელებას გვპირდებიან.






ვიდეოები