პანთეონში ქუთაისის N1 სკოლის დასუფთავების აქცია ადგილობრივ საკრებულოსთან ერთად

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის ხელმძღვანელმა "მწვანე ყვავილას" საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაასუფთავეს. აღნიშნული აქცია "ნიკო კეცხოველის პრემია 2018-აღმოაჩინე საქართველოს" მონაწილეებმა და პროექტის ხელმძღვანელმა მარინე ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დვალთან შეხვედრისას დაგეგმეს. 

აქციაში აქტიურად ჩაერთნენ კეთილმოწყობის სამსახური, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი და გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ბურჯალიანი.

დასუფთავების პარალელურად მოსწავლეებისთვის დღევანდელი დღე შემეცნებითი ხასიათის იყო, კერძოდ მათ გიდობას პედაგოგი მადონა მხეიძე უწევდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს პანთეონში დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.


 


 






ვიდეოები