იმერელი მოსწავლეები თხილის მოსავლის გაფუჭების მიზეზებს არკვევენ

იმერეთში, ვანის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის ეკო-ჯგუფმა „ბიო“-მ ამ ზაფხულზე ბევრი რამ შეისწავლა გარემოსდაცვით პრობლემატიკასთან დაკავშირებით მაგრამ გარდა ამისა არის პრობლემები რომელიც ამჯერად ჩვენ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ დასავლეთ საქართველოში თხილი გაფუჭდა და უარგია გამოსაყენებლად, გარდა ამისა გამოუსადეგარ თხილს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მოყენებაც შეუძლია. ამის დასამტკიცებლად გუნდის ლიდერმაც შეეცადა მოეპოვებინა გარკვეული მასალები.

მარი ტყეშელაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის ეკოგუნდის ლიდერი: „ჩვენს სოფელშიც არის მსგავსი მწერები რომელზეც საუბარი იყო ტელევიზიაში, მსგავსი მწერები კი გასული წლის ზაფხულში გამოჩნდა, გაუსაძლია მდგომარეობაა იმ მხრივ რომ მთელს სახლს მოედო მწერები, ადამიანები თავს ვერ იცავენ მათგან, ზოგიერთი ოჯახი მხოლოდ თხილის იმედზე არის ამ ზაფხულზე რადგან სხვა შემოსავალი არ აქვთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით კი გავიგეთ რომ ეს დაავადება სოფელ ყუმურიდან შემოვიდა.

სანამ ბზვანამდე მოვალთ მანამდე არის სოფელი სალხინო სადაც შედარებით ნაკლებია მწერების რაოდენობა მაგრამ ბზვანში მისი რაოდენობა პიკს აღწევს. თხილის კეკალი რომელიც ჯანმთელად გამოიყურება გარედან გატეხვის შემდეგ დარწმუნდებით რომ ეს მხოლოდ გარეგნული სილამაზეა, მისი გატეხვის შემდეგ ყველაფერზე წარმოდგენა შეგეცვლებათ რადგანაც მასში აღმოაჩენთ შავ წერტილებს, რძიანობას, ჭიებს და სხვას.

ამ ყველაფრის გარდა გავარკვიეთ რომ შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება რადგან ჩვენს ახლოს მდებარე ერთ სოფელში შეწამლეს თხილის პლანტაციები და მწერების რაოდენობამც იკლო, ამიტომ ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი სოფლის გამგებელთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით რადგან იქნებ მომავალი წლიდან მაინც მიიღოს სოფელში მკვიდრმა მოსახლეობამ ჯანსაღი თხილი, რომლის ჭამაც არ შეეშინდებათ და არ იქნებიან შეშინებულები იმით, რომ სხვადასხვა დაავადებები გაუჩნდებათ“.






ვიდეოები