მესტიის დასუფთავების სამსახური და სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბი, გარემოს სისუფთავეზე ერთად ზრუნავენ

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, მესტიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურში ჩართულმა ეკო~კლუბის წევრებმა, ინფორმაცია მიაწოდეს ააიპ მესტიის დასუფთავების სამსახურს, სოფელ ფარში არსებული მდგომარეობაზე სტიქიურ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით, ასევე კონტეინერები, რომლებიც სოფელში სამი წლის წინ განთავსდა, უკვე მწყობრიდან იყო გამოსული და საჭიროებდა განახლებას. 

ამ ინფორმაციის საფუძველზე ეკოკლუბს ესტუმრა, მესტიის დასუფთავების სამსახურის უფროსი, მამუკა გირგვლიანი და მისი მოადგილე ვაჟა ჯაფარიძე. ისინი ადგილზე გაეცნენ სოფელ ფარში არსებულ ვითარებას, გაესაუბრნენ მოსახლეობას, მოუწოდეს ეზრუნათ სუფთა გარემოზე, გააცნეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები გარემოსდაცვითი მიმართულებით. 

დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა შეისწავლეს სოფელში არსებული სანაგვე კონტეინერების განთავსების ობიექტები და მდგომარეობა, დაამატეს რკინის ურნები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან. ეკოკლუბის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია, ყველაზე დაბინძურებული ობიექტების შესახებ, რომელსაც საკუთარი ძალებით ვერ გაწმენდდნენ. 

სწორედ ამიტომ დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივი აქცია და სტიქიური ნაგავსაყრელი,რომელიც აბინძურებს სოფლის ნაკადულს ერთობლივი ძალისხმევით მომავალში დასუფთავდება. ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მადლობას უხდის, მესტიის დასუფთავების სამსახურის უფროსს, მამუკა გირგვლიანს და მთელს გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის.






ვიდეოები