ყველაზე "მწვანე" ქალაქები მსოფლიოში

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ხეების რაოდენობა დათვალა. ამსტერდამმა 3.4 მილიონი დოლარი დახარჯა 2015 წელს გამწვანების გასაუმჯობესებლად. სიმწვანის კოეფიციენტი კი ქალაქში 20.6%-ია. WEF-ის მონაცემებით, ჟენევას მემკვიდრეობით აქვს მიღებული მწვანე საფარის გრანდიოზული მეურნეობები და ქალაქში გამწვანების კოეფიციენტი 21.4%-ია. 

ფრანკფურტში ხეები ოფიციალურად რეესტრშია გატარებული და მათი გამწვანების კოეფიციენტი 21.5%-ია, საკრამენტოში კი ეს მაჩვენებელი 23,6%-ია. იოჰანესბურგში 6 მილიონი ხეა. 

დურბანში ერთ სულ მოსახლეზე 187 კვადრატული მეტრის სიმწვანეა. 

ვანკუვერში, ამ დროისთვის მწვანე ზედაპირის მოცულობა 25.9%-ია. სამთავრობო პროგრამით კი 2020 წლამდე ეს მაჩვენებელი მკვეთრად უნდა გაიზარდოს, - მწვანე საფარის გაკეთება ყველა საცხოვრებელთან სავალდებულო ხდება. 

სიდნეიში 400 პარკია და მწვანე საფარს ქალაქში 188 ჰექტარი უკავია. 

ლიდერი ქალაქი სინგაპურია: გამწვანების კოეფიციენტი 30%-ია, 2030 წლისთვის კი მოსახლეობის 85% პარკიდან 400 მეტრის დაშორებით იცხოვრებს.






ვიდეოები