თბილისის 171-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყნეთში უკანონო ნაგავსაყრელი დააფიქსირეს და აღწერეს

ქალაქ თბილისის N171-ე საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი : „Green Georgia” ჰაერის დაბინძურების ფაქტით დაინტერესდა, რომელიც ბავშვებმა წყნეთის მახლობლად დააფიქსირეს. ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართულმა მოსწავლეებმა მოკლედ აღწერეს ეს ფაქტი და ჩვენ ბავშვების გამოგზავნილ ტექტს მცირედ სახეცვლილად გთავაზობთ.

"გვინდა გითხრათ წყნეთის გარეუბანში ჩვენს მიერ შემჩნეული შავი გამონაბოლქვის შესახებ და ეს ვნახეთ არალეგალურ ნაგავსაყრელზე საიდანაც სათავეს იღებს დაბინძურებული აირი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა დანიშნულების ადგილის მახლობლად,სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები იმ დროს დაგროვილ ნაგავს წვავდნენ. 

ვისაც არ გსმენიათ, გეტყვით, რომ არალეგალური ნაგავსაყრელი მოსახლეობისათვის ძალიან საშიშია. მითუმეტეს იმ ნარჩენების როგორიცაა: პლასტსმასი,ელემენტი, საყოფაცხოვრებო ქიმია და ა.შ. მსგავსს ნაგავსაყრელზე არ არის გამორიცხული ადვილად აალებადი ნივთიერების მოხვედრა, რაც ხანძარს გამოიწვევს,ეს კი ზრდის საფრთხის რისკს, რომელიც შესაძლოა დაემუქროს როგორც თვითონ ხალხს, ასევე მათ საცხოვრებელ ადგილებს. 

ჩვენმა ნაცნობმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ისვენებს აღნიშნა, რომ პოლიციაც კი გამოუძახებიათ, რადგან ჰაერის ასეთმა დაბინძურებამ დამსვენებლები შეაშინა. ასევე გავიგეთ, რომ ნაგავსაყრელის გამოყონებით მიღებულმა შედეგებმა ბავშვებიც დააზარალა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფაქტს რეაგირება თავის დროზე არ მოჰყვა".

ტექსტის ავტორები:მარიამ შელია და ნანა ვაშაკიძე






ვიდეოები