მარტვილის კერძო სკოლა "სხივის" მოსწავლეებმა მდინარე აბაშის ხეობა დალაშქრეს

კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში საჯარო სკოლების გარდა, კერძო სკოლებიც აქტიურად არიან ჩაბმული მთელი საქართველოდან.

მარტვილის კერძო სკოლა "სხივის" მოსწავლეებმა, ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, დალაშქრეს მარტვილში მდებარე მდინარე აბაშის ხეობა, კერძოდ: ონიორესა და ტობას ჩანჩქერები. ლაშქობაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც: მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე - ლუკა გრიგალავა და მარტვილის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე - ნიკოლოზ კვეკვეცია.

ბავშვებს გიდობა ადგილობრივმა გიდმა, სოფელ ბალდაში მცხოვრებმა თეიმურაზ ბართიამ გაუწია






ვიდეოები