სოფელ პირველი მაისის სკოლის ეკოკლუბი სვანეთში

აბაშის მუნიციპლატეტის სოფელ პირველი მაისის ეკო-კლუბმა გეამ ივლისის თვეში მოაწყო ლაშქრობა, რომელის მარშრუტი მოიცავდა ისტორიული სვანეთის მხარეს. ექსკურსია მიზნად ისახავდა საქართველოს ბიომრავალფეროვნების უკეთ გაცნობას. 

ექსკურსიისას ეკო-კლუბის წევრებმა მოინახულეს საქართველოს უმძლავრესი კაშხალი - ენგურჰესი. ასევე ეწვივენ სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. 

ბავშვები მგზავრობიასა ტკბებოდნენ კავკასიონის მთიანეთის ულამაზესი ხედებით. მათში განსაკუთრებული აღფრთოვანება მწვერვალმა უშბამ გამოიწვია, რომლის წვერიც მუდამ ნისლითაა დაფარული. ასევე მათი მოწონება სვანურმა კოშკებმა დაიმსახურეს. ეკო-კლუბის წევრები დაინტერესდნენ სვანური ტრადიციებითა და ოჯახური ცხოვრების წესით. საბოლოო ჯამში ექსკურსია ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.






ვიდეოები