ახალსოფლელი მოსწავლეები ვაშლოვანის დაცულმა ტერიტორიებმა და არწივის ხეობამ მოხიბლა

კახეთის სოფელ ახალსოფლის ეკო-კლუბის გუნდმა სტარტი ვაშლოვანისკენ აიღო. ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართულმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ზაფხული აქტიურად გამოეყენებინათ.

პირველი ლაშქრობა ძალიან საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა .ვაშლოვანის დაცული ტერიტორია საკმაოდ ფერთოა დამთვალირებლისთვის, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს არწივის ხეობის, ელიას მთის და ხორნაბუჯის მონახულება. სამივე ტერიტორიასაოცრად ლამაზი აღმოჩნდა. იმოგზაურეს უდაბნოს კირქვიან ნიადაგებზე და აზიურ სტეპებში, ასევე ნახეს საოცარი ფერთა შეხამება. 

მოსწავეებმა არწივის ხეობამდე დედოფლისწყაროდან, 2 კილომეტრი ფეხით გაიარეს კირქვიანი მასივი. ხეობის სახელწოდებამ გაამართლა, ეს ადგილი მართლაც გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. მათმა გეოგრაფიის მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა იშვიათი წიწვოვანი ბუჩქი ტუია, რომელიც საქართველოს სხვა არცერთ კუთხეში არ გვხვდება. 

ასევე მოინახულეს ელიას მთა.მწვერვალი, რომელიც ნიკორასციხის სახელითაა ცნობილი, მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება, შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა თამარის ციხის ნახვამ.ციხის თავიდან საოცრად ლამაზი ხედი იშლება, 

"ხორნაბუჯის ციხე თუ არ გინახავთ, მაშინ კახეთის ღირშესანიშნაობები არ გცოდნიათ, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ტურისტი ვერ ხვდება ამ საოცარ ბუნებრივ სილამაზეს მოფრთხილება სჭირდება. ციხის კედლებში ცივი სასმელებისა თუ სხვა ნარჩენების ყუთებით იყო " დამშვენებული". ჩვენ რა თქმა უნდა მთელი შემოგარენი დავასუფთავეთ და დავტოვეთ გამაფრთხილებელი ბანერი, კიდევ გავაგრძელებთ ასეთ ეკოლოგიურ და რეკრეაციულ ლაშქრობებს, იმედს ვიტოვებთ ბევრი ადამიანი მიაქცვს ყურადღებას, სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად" - ამბობს ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, თეკლა სვიმონიშვილი. 






ვიდეოები