ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს ააშენებს

ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს ააშენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით ქალაქში 40 000 ხე დაირგვება. შესაბამისად, ეს პროცესი ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილებების გაუმჯობესებას და ქვეყანას ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული პრობლემებისგან დაიცავს.

ქალაქის დიზაინი სტეფანო ბოერის ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორი ვერტიკალური მწვანე ცათამბრჯენის დიზაინი შექმნა. ტყის ქალაქი ჩინეთში გუანგხის პროვინციაში გაშენდება.

ქალაქი 30 000 ადამიანის დატევას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მრავალი ჯიშის ხე დაირგვება და მათ შორის უმეტესობა, უნიკალური სახეობა იქნება.






ვიდეოები