კოლხური ბზის გადარჩენისთვის სვანი ბავშვებიც აქტიურად იბრძვიან

მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო ეკო-კლუბი, რუხში, ბზის დაკალმების სათბურს ესტუმრა. ეკო კლუბის წევრები,აქტიურად არიან ჩართული ბზის გადარჩენის კამპანიაში, მათი მიზანია, სოფელ ფარში არსებული ბზის კორომის გადარჩენა და გამრავლება. 

ბზის დაკალმების პროცესის გაცნობის მიზნით, ესტუმრნენ სოფელ რუხში არსებულ ბზის დაკალმების სათბურს, სადაც მათ მეგზურობა გაუწია რევაზ ჯალაღონიამ. ბატონმა რევაზმა, დაათვალიერებინა სათბური, გააცნო მათ ბზის დაკალმების პროცედურა, ასწავლა, თუ როგორ შეარჩიონ ბზის დასაკალმებელი ჯანსაღი ტოტი. 

რევაზ ჯალაღონიამ ეკო-კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უძველეს დროში ბზის გავრცელების არეალისა და დღეს არსებულ სავალალო მდგომარეობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მოსწავლეეთა კითხვებს ამომწურავად გაეცა პასუხი. მათ შეისწავლეს თუ როგორ შეარჩიონ ჯანსაღი ტოტი, რა პერიოდია ხელსაყრელი დაკალმებისათვის და როგორ უნდა მოუარონ უკვე დაკალმებულ ბზის ტოტებს. 

ეკოკლუბის წევრები, გეგმავენ აგვისტოს თვეში დააკალმონ ბზა და გაზაფხულზე მიაწოდონ ყველა მსურველს, ვინც სურვილს გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ბზის გადარჩენის კამპანიაში. ეკოკლუბი მადლობას უხდის,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კახა ჟორჟოლიანს მგზავრობის ხარჯის უზრუნველყოფისათვის და რევაზ ჯალაღონიას თანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის.






ვიდეოები